ტურისტული ინფორმაცია

საჯარო ტრანსპორტი ხევსურეთისკენ

ბარისახოსკენ ავტობუსები გადის დიდუბის სადგურიდან კვირაში ოთხჯერ: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას 16.20 საათზე. ბარისახოდან თბილისისკენ – სამშა­ბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას 09.00 სთ-ზე.

• ნავთლუღის (სამგორის მეტროსთან ახლოს) ავტოსადგური­დან მინიავტობუსი შატილის მიმართულებით გადის პარას­კევსა და სამშაბათს 09.00 საათზე.

• შატილისკენ ავტობუსი დადის დიდუბიდან, ოთხშაბათსა და შაბათს 09.00 საათზე. შატილიდან თბილისის მიმართულებით – ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას 12.00 სთ-ზე.

• ზაფხულობით შატილისკენ დადიან საკუთარი ავტობუსებით, რომელთა გასვლის დრო ცვალებადია

დათვისჯვარი ეკუთვნის პირიქითა ხევსურეთს, ის მიუვალია ზამთარსა და გაზაფხულზე. იგივე ეხება შატილსაც. ამ მიმარ­თულებებით გვიან ოქტომბრიდან გვიან მაისამდე საზოგა­დოებრივი ტრანსპორტი.

გიდები ხევსურეთში

მამუკა არაბული, ლაპარაკობს რუსულად, ინგლისურად მობ: 599 741 199

ივანე არაბული, ლაპარაკობს რუსულად, მობ: 598 19 65 69

ჯიპებსაქირავებენ:

ივანე არაბული (მიცუბიში პაჯერო), მობ: 598 19 65 69


ცხენების დაქირავება

ცხენის დაქირავებისას სასურველია მასპინძლების წინასწარ ინფორმირება. შესაძლოა, რომ ცხენები საძოვარზე იყოს გაშვე­ბული, ამიტომ მფლობელებს სჭირდებათ დრო მათ მოსაყვანად. ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და ცხენები შე­საძლოა დაკავებული იყოს. ერთი ცხენის დაქირავება ღირს 50 ლარი.

ცხენების დაქირავება სოფელ კორშაში (პირაქეთა ხევსურეთი)

საკონტაქტო პირი: მამუკა არაბული; +995 599 741 199

ელფოსტა: korshaltd@gmail.com

სასადილო სახლები და მაღაზიები

ფშავ-ხევსურეთში არ არის რესტორანი, მაგრამ არის ე.წ. სასადილო სახლები. ისინი განთავსებულია სოფელ შატილიში, კორშაში, ხევსურეთში, მაღაროსკარსა და ფშავში (ჩარგალში). აქ ამზადებენ ტრადიციულ კერძებს.

სასადილო სახლი კორშაში

მასპინძელი: მამუკა

ტელ: +995 599 741 199

ხევსურეთის ადგილობრივი ტურისტული ოპერატორები

www.shatilitour.ge

საკონტაქტო პირი: ირაკლი ჭინჭარაული;

მობ: 551 943 446

ელფოსტა: shatilitours@gmail.com

tebuloturi; www.paata.ge

საკონტაქტო პირი: პაატა ვარდანაშვილი;

ელფოსტა: paata@paata.ge

მობ: 599 91 46 55, 574 444 813

ქართული მთების აღმოჩენა

საკონტაქტო პირი: ზურა ჭინჭარაული;

მობ: 599 30 53 53

ელფოსტა: daquexi@ymail.com

დასაბანაკებელი ადგილები ხევსურეთში

ხევსურეთში დასაბანაკებელი ადგილები დაფიქსირებული არ არის, მიუხედავად ამისა გაშლილ კარავს თითქმის ყველგან შენიშნავთ.

ხევსურული ტრადიციების თანახმად აკრძალულია ხმაური ან სანთლის ანთება სალოცავთან. ქალებს ეკრძალებათ წმინ­და ადგილთან მიახლოება. ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და ადგილობრივებს დაეკითხონ კარვის ადგილის არჩევისას.

პირაქეთა ხევსურეთში კარგი დასაბანაკებელი ადგილებია სოფელ ხახმატთან ახლოს, დათვისჯვარისა და როშკას სიახ­ლოვეს, პირიქითა ხევსურეთში – კისტან-ლებაისკარში, შა­ტილში (არღუნის მდინარის მიდამოებში), მუცოს, მარდოტის მახლობლად და სხვა. იმ ტურისტებისთვის, რომლებიც თუშეთში მიდიან კარვის გასაშლელად მოსახერხებელი ადგილია წყაროს მახლობლად, ხიდოტანთან ახლოს, აწუნთის გადასასვლელის წინ.

სამთო აღჭურვილობის დაქირავება

კარვისა და საძილე ტომრის დაქირავება შესაძლებელია სო­ფელ გუდაურში (სამხრეთ ხევუსრეთი).

1 დღის ქირა ერთი კაცისთვის: კარავი – 10 ლარი, საძილე ტო­მარა – 5 ლარი

საკონტაქტო პირი: ძილა ჭინჭარაული; მობ: 593 30 11 70; 079 040 1997

ტრადიციული ნაკეთობები

ფშავ-ხევსურეთის რეგიონისთვის დამახასიათებელია ტრა­დიციული ხელით ნაკეთობანი. ასეთი ნივთები შეგიძლიათ შე­იძინოთ დუშეთში, მთავარ მოედანთან – ხვარამზეს მაღაზიში. მსგავსი ხელნაკეთობები იყიდება კორშას მუზეუმშიც. შესაძლე­ბელია ადგილობრივ მეწარმეებთან კონტაქტი. ქვემოთ მოცემუ­ლია მათი სია:

თინათინ არაბული ქარგავს და ქსოვს ხევსურული ორნამენტე­ბის გამოყენებით. მობ: 598 97 23 20

თიკო მეკოკიშვილი მუშაობს ხევსურული ორნამენტებზე. ხევსუ­რეთი, ბარისახო, მობ: 598 52 18 66.

ლელა გიგაური ქარგავს და ქსოვს ხევსურული ორნამენტების გა­მოყენებით. ხევსურეთი, ბარისახო, მობ: 599 43 84 36