რელიქტური და ენდემური სახეობები

ფშავ-ხევსურეთის ფლორაში მნიშვნელოვნად არის ცარმოდგენილი უძველესი, ადგილობრივი და უნიკალური მცენარეთა ჯიშები. ასე მაგალიტად გვხდება უთხოვრის უნიკალური კორომი, კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum), ლიტვინოვის და რადეს არყი (Betula litwinowii, B. raddeana) და ეკლიანი გლერძა (Astracanta denudata= Astragalus denudatus). საქართველოში მხოლოდ შატილის და წუქიოს მიდამოებში გვხვდება ჰაიესტანის ჭნავი (Sorbus hajestana), რომელიც ბოლო დრომდე სომხეთის ენდემად ითვლებოდა. ფშავ-ხევსურეთის მაღალმთის ფლორის ნახევარი შედგება მხოლოდ საქართველოსთვის … Read more

კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა

განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში ალაგ-ალაგ გვხვდება მცენარეთა პატარა დაჯგუფებები, რაც განპირობებულია მკაცრი, ექსტრემალური კლიმატური პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად მცენარეთა რაოდენობა კლებულობს, იშვიათი და ენდემური მცენარეთა რაოდენობა იზრდება. მათგან აღსანიშნავია ფსევდოვესიკარია (Psevdovesicaria digitata), სიმფიოლომა (Symphyoloma graveolens), … Read more