ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით … Read more ციხე-კოშკები

ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ … Read more ხევსურეთი