შატილობა 2016

10 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა – 1,5 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა – 2 საათი. … Read more

მითოლოგია

ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს. უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის … Read more

ხალხური მედიცინა

ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს… გაუტკივარებისთვის („ანესთეზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. არყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ … Read more

დიპლომატია

ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოჰქონდა შესაბამისი განაჩენი. ხელმძღვანელობდნენ ზეპირი, წერილობით გაუფორმებელი იურიდიული კოდექსით. ისჯებოდა ყველა, ვინც დადგენილ ნორმებს უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდა და ეთიკისა თუ მორალის მოთხოვნებს არაფრად ჩააგდებდა… ვინაიდან ხევსურებს გამუდმებული სამტრო-სამეგობრო ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, მათ შორის ხშირად ჩნებოდა მწვავე კონფლიქტები. შურისძიებას საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა და წლობით გრძელდებოდა … Read more

ორი ხევსური (მხატვრული ფილმი)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სტუდია ”სანგუკო”.
ფილმის თემაა დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან თავისუფალი ახალგაზრდა კაცი და ტრადიციების ერთგული უფროსი თაობის წარმომადგენელი. დაძაბული შეხვედრა მოულოდნელად კომიკურად ვითარდება.

Read more