ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ … Read more

ალპური ხალები (ალპური ხალიჩები)

მცენარეულობის ეს ტიპი ძირითადად პირიქითი ხევსურეთში, მასიურ მაღალმთის ალპური და სუბნივალური სარტყლის მიჯნაზე ზღვის დონიდან 2900-3300მ სიმაღლეებზეა წარმოდგენილი. ალპური ხალებს ქმნიან დაბალი ტანის მცენარეები (Taraxacum confusum, Carum caucasicum, Poa alpine, Carex micropodioides, Briza marcowiczii, Luzula sudetica, Plantago saxatilis, Minuartia oreina). ალპური ხალები გვხვდება არხოტის მთაზე, გურო-გიორგიწმინდის ხეობებში, ხონისხორხში და აწუნთის მასივში.