ფლორა და მცენარეულობა

ფშავ-ხევსურეთის ფლორის და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ ეს ისტორიულ-გეოგრაფიული რაიონი მდებარეობს ცენტრალური დააღმოსავლეთი კავკასიონის მიჯნაზე. მისი ფლორისტული სიმდიდრე აერთიანებს 1000-მდე მცენარის სახეობას. მცენარეთა აღნიშნული რაოდენობა არათანაბრადაა განაწილებული როგორც ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე (ფშავი-პირაქეთი ხევსურეთი და პირიქითი ხევსურეთი) ისე ცალკეული ვერტიკალური სარტყლების შიგნით. ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის ფარგლებში (მდინარე არაგვის აუზის ხეობა) წარმოდგენილია შემდეგი ვერტიკალური სარტყლები: 1. მთების შუა სარტყელი … Read more

პირიქითა ხევსურეთი

არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება ძლიერი დაქანებული ფერდოებით და ციცაბო კლდებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები, რომელნიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით ტანიესა და კალოთანის წყალგამყოფ ქედზე. მდინარეების ასასა და არღუნის ხეობაში შეხვდებით მიწისქვეშა წყლების მიერ დედამიწის წიაღიდან ამოტანილ კიროვანი ნივთიერებების გამოყოფას – დალექვის შედეგად დაგროვილი ტრავერტინებს.