პოეზია

ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი მხატვრული მატიანე, რომლის შემეცნებით-ესთეტიკურ ღირებულებას მის შემქმნელთა ბუნებითი, თანდაყოლილი ნიჭიერება განაპირობებს. ლექსით აღინიშნება ხევსურის დაბადება და ლექსითვე მიაცილებენ მას საუკუნო განსასვენებელში. ულექსოდ ხევსური კაცის ცხოვრება წარმოუდგენელია. შინ თუ გარეთ, გზაში, სამკალ-სათიბში, სახნავსა თუ … Read more პოეზია

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა,  ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, … Read more საომარი აღჭურვილობა