ხალხური მედიცინა

ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს… გაუტკივარებისთვის („ანესთეზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. არყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ … Read more