Weather

Tbilisi, Kutaisi, Imereti, Batumi, Adjara, Rustavi, Kvemo Kartli, Samegrelo, Zemo Svaneti, Gori, Shida Kartli, Poti, Samegrelo-Zemo Svaneti, Samtredia, Imereti, Khashuri, Shida Kartli, Senaki, Samegrelo, Zemo Svaneti, Zestafoni, Imereti, Telavi, Kakheti, Ozurgeti, Guria, Marneuli, Kvemo Kartli, Chiatura, Imereti, Kaspi, Shida Kartli, Akhaltsikhe, Samtskhe-Javakheti, Kobuleti, Adjara, Women, Imereti, Borjomi, Samtskhe-Javakheti, Tkibuli, Imereti Sagarejo, Kakheti, Gardabani, Kvemo Kartli, … Read more Weather

“ჟამნი” ხევსურეთში

XIVსაუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შავი ჭირი გაჩნდა, რომელიც ისტორიაში “დიდი სიკვდილიანობით” არის ცნობილი. იგი საქართველოში ოქროს ურდოდან შემოვიდა, საქართველოდან კი ეგვიპტე – ევროპამდე გააღწია. ეს პერიოდი ხევსურეთში “ჟამთა მოსვლის” (“ჟამიანობის”) სახელწოდებით მოიხსენიება. იგი რამდენიმე წელს მძვინვარებდა. ანდრეზები “ჟამებს” გადმოგვცემენ, როგორც მოარულ რეალურ ხალხთა და ადგილობრივი მოსახლეობის მათთან კონტაქტს. “ჟამნი ზაფხულში მავიდიან, ზამთარში კი მაიკარგიან ”. … Read more “ჟამნი” ხევსურეთში

უფრის თვალი

ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს აიღებდნენ, წყალში აგდებდნენ და იტყოდნენ: ,, ჩაიშანთას ჩემდ ავით თვალითა, გულითა შემომხედავი, ჩეეშრიტოს თვალი”. შემდეგ ამ წყლით სახეს მოიბანდნენ და საქონსაც შეასხამდნენ. ლოცვა: მლოცველ დედაკაცს ხელში უჭირავს ნახშირი და დანა. … Read more უფრის თვალი

ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია. ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). … Read more ლიქოკი