მეურნეობა

ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ ადგილობრივი მეურნეობით ირჩინოს თავი. ამიტომაც ხევსურეთის სოფლებში მუდამ მწვავედ იდგა ბართან ეკონომიკური კავშირის აუცილებლობის საკითხი. პურის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა დედაქალაქისა თუ ბარის რაიონების გარეშე შეუძლებელი იყო. ხევსურული ოჯახის დოვლათის ძირითად წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენდა. რძის პროდუქტების რეალიზაციის გზით იძენდნენ მარცვლეულს, მარილს, … Read more მეურნეობა