წმინდა გიორგი

ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა ქრისტიანი წმინდანის სახელთან დაკავშირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, რომელშიც მნათობთა (უფრო მთვარის) და მითრას კულტიც მოიაზრებოდა. ხევსურული ხთიშვილნი, რომელნიც წმ. გიორგიდ იხსენიებიან, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულნი არიან და სხვადასხვა დანიშნულებაც … Read more წმინდა გიორგი

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Read more დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი