ტური ხევსურეთში ShatiliTour-თან ერთად

🔜🔜 უკვე მეშვიდე სეზონის გახსნა 😊😊🎆🎆

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე / 1 ღამე
ტურის სახეობა: სათავგადასავლო,
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის პროგრამა:

Read more

ფოტო კონკურსი

ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. ✔ გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე, დაასათაურეთ (მაგ: სადაა გადაღებული, რა არის ფოტოზე…) ერთ მონაწილეს მხოლოდ 3 ფოტოს ატვირთვის უფლება აქვს. … Read more

შატილობა 2015

5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► … Read more

Arabuli ArtHouse

Arabuli ArtHouse –ის, როგორც სასტუმრო სახლისა და კულტურის ცენტრის მთავარი ფუნქცია არის ხევსურეთში არსებული ეთნო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესწავლა, შენახვა, განვითარება და იქ ჩასული სტუმრებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის სათანადოდ გაცნობა. პროექტის მიზნები: 1.სოფელ ჩირდილში საპილოტო ხევსურული სახლის აღდგენა და გადაქცევა კულტურულ ცენტრად და აგროტურისტულ მეურნეობად 2. მრავალმხრივი და მრავალ ეტაპობრივი პროექტის განხორციელებით ხევსურეთის გაცოცხლება … Read more

ხალხური მედიცინა

ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს… გაუტკივარებისთვის („ანესთეზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. არყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ … Read more

ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით … Read more

დიპლომატია

ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოჰქონდა შესაბამისი განაჩენი. ხელმძღვანელობდნენ ზეპირი, წერილობით გაუფორმებელი იურიდიული კოდექსით. ისჯებოდა ყველა, ვინც დადგენილ ნორმებს უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდა და ეთიკისა თუ მორალის მოთხოვნებს არაფრად ჩააგდებდა… ვინაიდან ხევსურებს გამუდმებული სამტრო-სამეგობრო ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, მათ შორის ხშირად ჩნებოდა მწვავე კონფლიქტები. შურისძიებას საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა და წლობით გრძელდებოდა … Read more

რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური

თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს – “რა არის სწორფრობა?!“ ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი წაიკითხოთ. ქვემოთ კი ცოტა წიგნის წინასიტყვაობიდან: სწორფრობის არსისა და რაობისთვის. ლელა გაბურის მიზანია  გასაგებად აქციოს სწორფერთა –  “სიყვარულში სადარ-მხვედრთა”(გრ.რობაქიძე)   გარშემო  შექმნილი  შეხედულებების  ძირები, თავისთავად  საგულისხმო  და მნიშვნელოვანი. ავტორი საკმაოდ რისკიან და საინტერესო გზას ირჩევს: ნაცნობი თემის, თუ თვალსაზრისების ვარირებას კი არ … Read more

სწორფრობა ხევსურეთში

სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი,  ნათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება … Read more

წარწერა ლოდზე (1924წ)

” საქართველო და მისი ხევსურეთი რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ) ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ … Read more

ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Read more

გუდანი

ძველი ანდრეზებით, ‘’ხევსურეთის’’ დასახლების უპირველეს კერად სოფელი გუდანი მიიჩნევა. ‘’თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები კი შედგებიან სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისაგანო. შეუძლებელია, რომ გუდანის დაარსების დროს ან იმაზე უწინ, ფხოვის ტერიტორიაზე სხვა გვარები არ მდგარიყვნენ. შესაძლოა, რომ ფხოვში რომელიღაც სხვა გვარების მომძლავრებისას შევიწროვებული რამდენიმე გვარი გუდანში ერთად იყრიდეს თავს და ძმად შეყრის … Read more

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Read more