ფშავ-ხევსურეთის სოფლები

შატილის თემი – შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგიწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა. ბარისახოს თემი – ბარისახო, აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, არხოტი, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი. მაღაროსკარის თემი – მაღაროსკარი, გომეწარი, კუჭეჭა, … Read more ფშავ-ხევსურეთის სოფლები

ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით … Read more ციხე-კოშკები

სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა, შიშველ სხეულზე მოხვედრისას სტოვებს განაკაწრს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს არ გადის. გამოუცდელი ტურისტები და მოგზაურები ხშირად ხდებიან დიყის მსხვერპლი. ამიტომ დიყის ბუჩქების გავლისას სასურველია გვეცვას გრძელი შარვალი და გავუფრთხილდეთ ხელებს. პირაქეთ ხევსურეთში იგი ყველაზე … Read more სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

აშექალი

აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა და ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო და ვეღარავინ ნახისავ ისივ. ხანავ კი გამაცხადებით დავიდოდისავ. ერთხან გადამხტარ აშექალი ალაღებულს წყალში მოწმაოს ძირა, დაკარგულას, წაუღავ წყალს აშექალი და ყველას ის ღგონები, ქვე თუ მაკვდავ. მაშინ ჟინვან რუსის ჯარ მდგარ წყლის … Read more აშექალი

ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ). ძირითადი და ცენტრალური სალოცავი ერთიანი … Read more ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი

ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. ბისო-ხახმატის დღევანდელ სხვადასხვა წარმომავლობის გვარებს ერთი გვარი – “ქეთელაური” და “ალუდაური” მიუღიათ. ბისოსა და ხახმატს შორის მდებარეობს ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “გიორგი ნაღვრისპირისა”, ანუ “ნაღვარმშვენიერი”, დედათა, მესაქონლეობის, მიწათმოქმედების ღვთაება, რომელიც ამავე დროს … Read more ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი

მშობიარობა

ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი ასტკივდება უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებს, შემდეგ მას აღარავინ მიეკარება. მშობიარე საწოლს გამართავს, თავ ქვეშ ხანჯალს დაიდებს რომ მავნე არ გაეკაროს. ბავშვს ჭიპლარს თვითონ მოსჭრიდა დუქარდით. რაც უნდა მძიმე … Read more მშობიარობა

ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია. ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). … Read more ლიქოკი