წყალსიქითი

წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან შედგება. როშკის გორზე ძველ დროს “დევებს” სამჭედლოები ჰქონიათ გამართული. როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა საკარგყმოში აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყო. “ხევიდან მოსულ” თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავი – დიდგორის … Read more წყალსიქითი

საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი … Read more საარაგვო

არხოტი

არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს და ჩრდილოეთ საზღვრის ერთ-ერთ კარს კეტავს, საიდანაც მას ინგუშეთი ესაზღვრება. არხოტის თემის უმთავრესი სალოცავია სოფ. ახიელის მიქიელ მთავარანგელოზის ჯვარი. არხოტი პირაქეთ საქართველოს მხოლოდ უღელტეხილებზე არსებული საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება და დედასამშობლოს მოწყვეტილი არის. დღეს არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი. დანარჩენი სოფლები ადრევე აყრილა და გაუკაცრიელებულა. არხოტის უძველესი გვარებიდან “თათარი” ჯაბუშანურები … Read more არხოტი

ჯუთა და ართხმო

როშკიდან საძელის უღელტეხილით ისტორიულ ხევში გადავდივართ. აქ, სნოს ხეობაში , ყოფილა სამთრეხლოს ტერიტორიაზე ორი ხევსურული სოფელი – ჯუთა და ართხმო მდებარეობს. (ერთხანს კარკუჩაშიც ხევსურები მდგარან, მაგრამ ღუდუშაურებს აუყრიათ). ეს ადგილები ძველად მთრეხლებისა და დიმიაურების ყოფილა. მთრეხლებს დიმიაურები გაუძევებიათ, მთრეხელები-ღუდუშაურებს. შემდეგ ეს ადგილები არაგვის ერისთავის შემწეობით დაუკავებიათ ზეისტეჩოელ არაბულებს (ბიჩინაგურებს), მოგვიანებით გადასულან წიკლაურებიც. მომზადებულია შოთა არაბულის … Read more ჯუთა და ართხმო