ძველი ცნობები იბერიის მთიელების შესახებ

ბერძნულ წყაროებში გვხვდება ცნობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შესახებ. მათში ფხოველნიც უნდა ვიგულისხმოთ. სტრაბონის მიხედვით, იბერიის მთიანეთი ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებული ყოფილა: “დაბლობზე ცხოვრობდნენ იბერთაგან უფრო მეტად მიწათმოქმედნი. ესენი მშვიდობიანად არიან განწყობილნი, არმენიელთა და მიდიელთა მსგავსად ეწყობიან (იმოსებიან, იჭურვებიან). უფრო დიდი ნაწილს, რომელიც მებრძოლი ბუნების არის, უჭირავს მთიანი მხარე და ცხოვრობს სკვითებისა და სარმატების ყაიდაზე, რომელთა … Read more ძველი ცნობები იბერიის მთიელების შესახებ

მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Read more მკვდრის კულტი ხევსურეთში