ათი მოსახლის იმედად დარჩენილი შატილი

ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები­ ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილში მუდმივად ათი კაცი ცხოვრობს, ზაფხულობით კი 30-მდე კომლი ბრუნდება. გარდა შატილისა, ადგილობრივ ადმინისტრაციაში შემავალ ცხრა სოფელში სულ 10 მოსახლეღაა დარჩენილი. 3 კილომეტრში უკვე სასაზღვრო ზონა იწყება, 800 მეტრში კი რუსები დგანან. … Read more

მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში … Read more