თამარული

ხევსურეთის ზეპირმა ისტორიამ მომხვდურებითან ვაჟკაცურად მებრძოლი რამოდენიმე გმირი ქალის სახელიც შემოგვინახა. ამათგან ერთ-ერთია თამარული (თამარი). სხვადასხვა მეანდრეზე სხვადსხვანაირად გადმოგვცემს თამარულის სადაურობას. იგი ყურაული, კივკოზაური, ან გოგოჭურია. ერთი კი ცხადია, რომ თამარულის გვარი ხევსურეთში აღარ დარჩენილა. დიდი და ძლიერი გვარი იყო ყურაული. ნაწილი ლიქოკის ხეობაში, ნაწილი კი შუაგულ ხევსურეთში იდგა. მეტისმეტი აღზევებისა და თავმეტობის გამო ისინი … Read more თამარული

სტუმრის გასტუმრება

ძმისწულებო, აგაშენნასთ, ბარაქა მაგცასთ, მუდამ სალხინო სასმელ ნუ მაგიშალასთ, ზლის ბედისკვერა გაზიდვივასთ, მშვიდობით გამგზავრნასთ, გულის ნაგონარ გიცხადასთ. კაზე მაგიხდიანასთ ზლისად მიყოლაი, მაყვანილი ამ სახლში აათავას, ზალიც ბედიან – დავლათიან გამაიყვანას. შაუნდნას იმ სულებს კი, რომნებიც გზაშია, მგზავრობაში ხელს გიმართევდასთ. მომზადებულია ზურაბ კიკნაძის, ხვთისო მამსიმედიშვილის და ტრისტან მახაურის წიგნის ”ჯვარ-ხატთა სადიდებლები”-ს მიხედვით