სამგლოვიარო რიტუალი

ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით მოწყვეტილ და დიდწილას იზოლირებულ ხევსურეთში სავალდებულო ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური ნორმების ჩარჩოებში იყო მოქცეული ღირსეული წინაპრების ხსოვნისა და სახელის ხაზგასმული პატივისცემა. ადამიანი აღსასრულის შემდგომ იმ ღვაწლით და ამაგით ფასდებოდა, რაც მას მშობლიური კუთხის, ანდა მთლიანად ქვეყნის მიმართ მიუძღოდა; საამაყო … Read more

“ჟამნი” ხევსურეთში

XIVსაუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შავი ჭირი გაჩნდა, რომელიც ისტორიაში “დიდი სიკვდილიანობით” არის ცნობილი. იგი საქართველოში ოქროს ურდოდან შემოვიდა, საქართველოდან კი ეგვიპტე – ევროპამდე გააღწია. ეს პერიოდი ხევსურეთში “ჟამთა მოსვლის” (“ჟამიანობის”) სახელწოდებით მოიხსენიება. იგი რამდენიმე წელს მძვინვარებდა. ანდრეზები “ჟამებს” გადმოგვცემენ, როგორც მოარულ რეალურ ხალხთა და ადგილობრივი მოსახლეობის მათთან კონტაქტს. “ჟამნი ზაფხულში მავიდიან, ზამთარში კი მაიკარგიან ”. … Read more