მორიგე

ხევსურთა წარმოდგენით, უზენაესი ღვთაებაა მორიგე, რომელიც განაგებს და წესრიგს ამყარებს ქვეყანაზე. თავისი ნების ამსრულებლად მას “დასახული” ჰყავს დიდი და მცირე ძალისა შეძლების ხთიშვილები (არა ფიზიკური შვილები), რომელთაც სხვადასხვა საქმე აკისრიათ. ხთიშვილებს თავის მხრივ ჰყვანან დამხმარე ძალები: დობილნი, ლაშქარ-იასაულნი, მწევარნი… რომელთაგან ზოგი კეთილის მქნელია, ზოგი ბოროტისა. მორიგე თავად არ ჩანს. მის სახელზე სამლოცველო აღარ შემორჩა. იგი … Czytaj dalej

მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Czytaj dalej