თამარული

ხევსურეთის ზეპირმა ისტორიამ მომხვდურებითან ვაჟკაცურად მებრძოლი რამოდენიმე გმირი ქალის სახელიც შემოგვინახა. ამათგან ერთ-ერთია თამარული (თამარი). სხვადასხვა მეანდრეზე სხვადსხვანაირად გადმოგვცემს თამარულის სადაურობას. იგი ყურაული, კივკოზაური, ან გოგოჭურია. ერთი კი ცხადია, რომ თამარულის გვარი ხევსურეთში აღარ დარჩენილა. დიდი და ძლიერი გვარი იყო ყურაული. ნაწილი ლიქოკის ხეობაში, ნაწილი კი შუაგულ ხევსურეთში იდგა. მეტისმეტი აღზევებისა და თავმეტობის გამო ისინი … Read more თამარული

სამაგანძუროს ხევსურნი

“ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) ეწოდებოდა. ძველად სამაგანძურო უფრო რიცხვმრავალი გვარებისაგან შედგებოდა და ერთიანად მათ “საათაბაკურო” ეწოდებოდა. რომელიღაც პერიოდში ხევსურულ გვარებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა და არაბასა და ჭინჭარას შთამომავლებს გუდანის ჯვრის ძალით დაუმარცხებიათ მოწინააღმდეგენი. სამაგანძუროში შედიოდნენ ფიცხელაური, … Read more სამაგანძუროს ხევსურნი