სახელისდება

ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, შენი დიდებითა, ღმერთო შენი მიცემითა, აქ ნათქვამ თუ იქ მიდიოდას, მკვდართ შანდობა ერგებოდას, სადაც შენ ხარ, (სახელი) სული თქვენი მაიხსენების, სულსამც თქვენს მეეხმარების ტაბლა-საპოხი, ყანწი, ჭურჭელი, როგორც ჩვენს წინ ას, აგრემც თქვენს წინ ას ფერუქცევლად, წაუქცევლად. ცოტაიმც დიდად მოგივლისთ, რიოშიმც წმიდად მოგივლით. ბარაქით შამეედითა, ბარაქით გამეედით, ჩვენ ჯვარ … Read more

გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ

”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო, მამშორდ გაიგონე ნაუბარი!” ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას, მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ, ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ, ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.” ღამე უტეხია მათ საუბარს, დილა გათენებულ ნამიანი, რიჟრაჟს არყიანი … Read more