წმინდა გიორგი

ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა ქრისტიანი წმინდანის სახელთან დაკავშირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, რომელშიც მნათობთა (უფრო მთვარის) და მითრას კულტიც მოიაზრებოდა. ხევსურული ხთიშვილნი, რომელნიც წმ. გიორგიდ იხსენიებიან, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულნი არიან და სხვადასხვა დანიშნულებაც … Read more წმინდა გიორგი

ხევსური აქიმ-მკურნალნი

ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს აიძულებდათ ჰყოლოდათ გამოცდილი აქიმ-მკურნალნი, რომელნიც ფლობდნენ მკურნალობის საიდუმლოებებსა და იყენებდნენ მცენარეებს, ქვებს, თაფლს, სანთელს, კარაქს, ცხოველთა და ფრინველთა ცალკეულ ორგანოებს, სისხლს, შარდს (“გარბოლის წყალს”)… ყოველ დასტაქარს ჰქონდა მკურნალობის საკუთარი, გასაიდუმლოებული მეთოდი და … Read more ხევსური აქიმ-მკურნალნი