სახლ-კარი ხევსურისა

ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ხევსურის მიერ საცხოვრებელად ადგილის შერჩევას განსაზღვრავდა ჯვარი და ქადაგ-მკითხავი. ცალკეულ საბრძოლო კოშკებსა და ქავ-ციხეებს (გალავნიან კოშკებს) უფრო ძლიერი გვარები აშენებდნენ. ხშირად კოშკების ქვეშ “დარანიც” იყო დატანებული, რომელიც წყაროს უკავშირდებოდა და სამალავსაც წამოადგენდა. კოშკები ძირითადად სიპერდიანი (პირამიდულსახურავიანი) იყო. კოშკის … Czytaj dalej სახლ-კარი ხევსურისა

ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია. ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). … Czytaj dalej ლიქოკი