სამაგანძუროს ხევსურნი

“ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) ეწოდებოდა. ძველად სამაგანძურო უფრო რიცხვმრავალი გვარებისაგან შედგებოდა და ერთიანად მათ “საათაბაკურო” ეწოდებოდა. რომელიღაც პერიოდში ხევსურულ გვარებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა და არაბასა და ჭინჭარას შთამომავლებს გუდანის ჯვრის ძალით დაუმარცხებიათ მოწინააღმდეგენი. სამაგანძუროში შედიოდნენ ფიცხელაური, … Read more

ღულელნი

სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. გადმოცემით, ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია. ქისტაურნი არიან ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავის, … Read more