მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში … Read more