სარწმუნოება

ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ სწამდათ ცა-ღრუბლისა და ლაშქრობის, მეკოპრობისა (მეკობრეობა) და მონადირეობის, სვილიერებისა და საქონლის მფარველ ღვთისშვილთა არსებობა. ეთაყვანებოდნენ და ემსახურებოდნენ ზეციური ძალების მიწიერ საბრძანისებს, ანუ ჯვარ-ხატებს, მიჰქონდათ მათთვის შესაწირი წლის გარკვეულ დროს. ჯიხვისა და ირმის რქებით ამკობდნენ ნიშებს, სათემო და სასოფლო სალოცავებს, საკულტო … Read more

ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი. ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა … Read more