ვინ იყვნენ ფხოველნი

ს. ჯანაშია წერდა: “ფხოველები დღევანდელი ფშავლები და განსაკუთრებით ხევსურებია”-ო. მაგრამ რომელიმე მხარის ფხოველად მიჩნევა არ იქნება სწორი. რამდენადაც “ფხოველთა ქვეყანა” ვრცელი და ხალხმრავალი იყო, ამიტომ “ფხოველი” (ისევე, როგორც “ქართველი”) უფრო კრებითი სახელწოდება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა გვარ-ტომის ხალხისა, რომელთა შორის იქნებოდნენ ფშაველნიც და ხევსურნიც. ფხოვის დაშლის შემდეგ გამოიკვეთება ორი ძლიერი ხევი, რომლებიც ცალკე ეთნიკურ კუთხეებად ჩამოყალიბდებიან. … Read more ვინ იყვნენ ფხოველნი