მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მქონე სოფლები ფშავ-ხევსურეთში

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების … Read more

ხევსურების ისტორია

ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის ერთ სევდამც მაგხვდების, ზურაბო, დაგლევდამც სისხლის წყალია…“ ხევსურები უძველესი დროიდან ქართლის მეფეებისგან გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი ბეგარისგან და მათ ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრის დაცვა და სამეფო ლაშქარში გასვლა. მებრძოლი ბუ- ნების ხევსურებს … Read more

ფხოვის საზღვრები

ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოველთა მთებზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა. დღეს დიდოეთი ხევსურეთს უკვე აღარ ესაზღვრება. “მოქცევაი ქართლისაი” გვამცნობს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დასვა მცხეთის მეფედ არიან-ქართლის შვილი აზო და დაუდო საზღვრებად … Read more

“ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა

ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ფშავი და ხევსურეთი თავდაპირველი ერთი მხარის _ ფხოვის გაყოფის შედეგად რომაა მიღებული, ამის მიმანიშნებელია მათი ხშირად ერთად მოხსენიება (ფშავ-ხევსურეთი). XV საუკუნეში ფშავისა და ხევსურეთის, როგორც ცალ-ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების, პირველად მოხსენიება … Read more

ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Read more