ფუძის ანგელოზი

ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და ხალხს უთხრა: ძროხა ვიპოვე, ხბო მოუგია, მაგრამ ვერ მოვერიეო. როგორ ვერ მოერიეო? გაიკვირვეს. წავიდნენ, თავადაც სცადეს, მაგრამ ვერც ისინი მოერივნენ, ვერ გაიყვანეს … Read more ფუძის ანგელოზი

საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი … Read more საარაგვო

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Read more დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი