რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე … Read more

სახელისდება

ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, შენი დიდებითა, ღმერთო შენი მიცემითა, აქ ნათქვამ თუ იქ მიდიოდას, მკვდართ შანდობა ერგებოდას, სადაც შენ ხარ, (სახელი) სული თქვენი მაიხსენების, სულსამც თქვენს მეეხმარების ტაბლა-საპოხი, ყანწი, ჭურჭელი, როგორც ჩვენს წინ ას, აგრემც თქვენს წინ ას ფერუქცევლად, წაუქცევლად. ცოტაიმც დიდად მოგივლისთ, რიოშიმც წმიდად მოგივლით. ბარაქით შამეედითა, ბარაქით გამეედით, ჩვენ ჯვარ … Read more

წყალთ დალოცვა შატილში

ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა. აქ ნათქვამ მანდ მადიოდას, წეს იყვას მართებული, მკვდარს შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ ხარ (სახელი მიცვალებულისა), შენამც გერგების, გეხმარის ეს დადგმულ ტაბლაი, ეს წყალიც შაგინდნას, მაგახმარას ღმერთმ, უწყლოობითამც ნუ ღონდები. სწორ – ამხანიგთამც დაიწვევ წყალზედაც, ტაბლაზედაც. შაგინდნას, მაგახმარას ქრისტიანობის გამჩენ ღმერთმ. შატილი. ჩალხია ჭინჭარაული, 84 წლის, 1943წ. ჩამწერი თ.ოჩიაური. მომზადებულია … Read more