მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Czytaj dalej