პოეზია

ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი მხატვრული მატიანე, რომლის შემეცნებით-ესთეტიკურ ღირებულებას მის შემქმნელთა ბუნებითი, თანდაყოლილი ნიჭიერება განაპირობებს. ლექსით აღინიშნება ხევსურის დაბადება და ლექსითვე მიაცილებენ მას საუკუნო განსასვენებელში. ულექსოდ ხევსური კაცის ცხოვრება წარმოუდგენელია. შინ თუ გარეთ, გზაში, სამკალ-სათიბში, სახნავსა თუ … Read more

მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Read more