მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში … Read more

საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი … Read more