რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე … Czytaj dalej

მშობიარობა

ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი ასტკივდება უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებს, შემდეგ მას აღარავინ მიეკარება. მშობიარე საწოლს გამართავს, თავ ქვეშ ხანჯალს დაიდებს რომ მავნე არ გაეკაროს. ბავშვს ჭიპლარს თვითონ მოსჭრიდა დუქარდით. რაც უნდა მძიმე … Czytaj dalej