სამაგანძუროს ხევსურნი

“ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) ეწოდებოდა. ძველად სამაგანძურო უფრო რიცხვმრავალი გვარებისაგან შედგებოდა და ერთიანად მათ “საათაბაკურო” ეწოდებოდა. რომელიღაც პერიოდში ხევსურულ გვარებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა და არაბასა და ჭინჭარას შთამომავლებს გუდანის ჯვრის ძალით დაუმარცხებიათ მოწინააღმდეგენი. სამაგანძუროში შედიოდნენ ფიცხელაური, … Czytaj dalej

საათაბაკურო

გადმოცემით გუდანის ჯვრის ყმა მაგანძურებს უძველეს დროს საათაბაკურო (საათაბაგურო) ეწოდებოდა. ზოგი ანდრეზით ათაბაკური არაბას, ჭინჭარას და გოგოჭას მამა იყო, ზოგი გადმოცემით კი იგი მომდინარეობს ბაკურიდან ან ათაბაგიდან. ფარნავაზიანთა სამეფო სახლში და შემდგომ ხშირია მეფეთა სახელი “ბაკურ”. ცნობილია ისიც, რომ მთიანეთს ერთხანს განაგებდნენ “შვილნი ბაკურისნი.” რომელიმე ბაკური ან ათაბაგი ხევსურთა მართვისას უნდა დაყრდნობოდა გუდანის ჯვარს და … Czytaj dalej