“ნამდვილ პოეტს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი”

პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს იჯავრებდა,იმდენად ჭაბუკური და მხნე იყო მისი სული. იგი 83 წლის იყო. გიორგი გიგაურზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, როგორც- პოეტზე, ჟურნალისტზე,საზოგადო მოღვაწეზე, მაგრამ მე ახლა მინდა ვისაუბრო ჩემს გიორგი გიგაურზე, გიორგი პაპაზე, … Read more

გიორგი არაბული – * * *არ გეგონოს

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ, მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი, ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს, რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი. სიყვარულისა რა გითხრა ქალავ, თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს, შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ, ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ. არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ, ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ, ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ … Read more