ხევსურეთი და ხევსურები

“ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე) “ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო) უწოდებენ ხევსურეთს.” (ს. მაკალათია) “პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე ხევსურეთს უწოდებენ.” (ბ. ჯორბენაძე) დღევანდელი ხევსურეთისა და … Czytaj dalej

ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი. ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა … Czytaj dalej