სახლ-კარი ხევსურისა

ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ხევსურის მიერ საცხოვრებელად ადგილის შერჩევას განსაზღვრავდა ჯვარი და ქადაგ-მკითხავი. ცალკეულ საბრძოლო კოშკებსა და ქავ-ციხეებს (გალავნიან კოშკებს) უფრო ძლიერი გვარები აშენებდნენ. ხშირად კოშკების ქვეშ “დარანიც” იყო დატანებული, რომელიც წყაროს უკავშირდებოდა და სამალავსაც წამოადგენდა. კოშკები ძირითადად სიპერდიანი (პირამიდულსახურავიანი) იყო. კოშკის … Read more

ტალავარი

ხევსურის “ახირებული ჩაცმა-დახურვა… განსაცვიფრებელია და საინტერესოა თვით უცხო კაცთათვისაც და მეტადრე ჩვენ ქართველებისათვის. (ალ. ყაზბეგი) რომელ ხალხებსა და ცივილიზაციებს არ დაუკავშირეს მკვლევარებმა ხევსურის ტალავარი – ინდოევროპელებს, რეტენუელებს, შუამდინარეთს, ევროპელ ჯვაროსნებს… ერთი კი ნათელია, რომ კავკასიის მთიანეთის მოსახლეობის ყოფიდან ხევსურული ტოლის (შალის) ტალავარის სახით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ისტორიული ხანის ჩაცმულობის იშვიათი, ორიგინალური ნიმუში. იგი გამოირჩევა თავისი … Read more

თემი

ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს ოდითგანვე თავისი სამან – სამძღვრით დადგენილი მთა, ბარი, ტყე და წყალ – ჭალა. თემსა თუ სოფელს ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ჰყოლია. ურთიერთშორის ყველა სადავო საკითხი წყდებოდა კოლექტიური … Read more