მორიგე

ხევსურთა წარმოდგენით, უზენაესი ღვთაებაა მორიგე, რომელიც განაგებს და წესრიგს ამყარებს ქვეყანაზე. თავისი ნების ამსრულებლად მას “დასახული” ჰყავს დიდი და მცირე ძალისა შეძლების ხთიშვილები (არა ფიზიკური შვილები), რომელთაც სხვადასხვა საქმე აკისრიათ. ხთიშვილებს თავის მხრივ ჰყვანან დამხმარე ძალები: დობილნი, ლაშქარ-იასაულნი, მწევარნი… რომელთაგან ზოგი კეთილის მქნელია, ზოგი ბოროტისა. მორიგე თავად არ ჩანს. მის სახელზე სამლოცველო აღარ შემორჩა. იგი … Czytaj dalej

კვირაე

მორიგეს შემდეგ ძლიერებით მეორე ადგილზე დგას “კვირაე” (კვირა), რომელსაც “მორიგეს გვერდით უდგას კარავი”. იგი არის შუამავალი და შემწე ხთიშვილებსა და უზენაეს ღმერთს შორის. ხთიშვილთა და დევ-კერპთა ბრძოლა-პაექრობის დროს კვირაეს ხთიშვილთა მხარე უჭირავს და ფარულად ეხმარება. (კვირა – ბერძ. “უფალი”. ძვ. ქართულად – მზის დღე). მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ადგილის დედა, ანუ ხთიშობელი

მორიგესა და კვირაეს შემდეგ მესამე ადგილზე დგას ხთიშობელი, ანუ ადგილის დედა. ხთიშობელში ხევსურები გულისხმობენ არა ღვთისმშობელს, არამედ უზენაესი ღვთაების, ქვეყნიერების დედას. ადგილის დედა – ხთიშობელი, რომელიც ხევსურეთის ყველა სოფელს საკუთარი ჰყავს, ხალხის წარმოდგენით სხვადასხვა სახეს ატარებს. ზოგან იგი მამრობითი სქესის მატარებელია, ზოგან ხარის, ზოგან გველის ან რაიმე არსების “აღითაა”. ადგილის დედას ჰყვანან “დობილნი” (ასევე სხვადასხვა … Czytaj dalej