ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით … Read more ციხე-კოშკები

მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში … Read more მთასიქითი

მიღმახევი

მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ. ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან. ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ. სოფელ … Read more მიღმახევი