ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი

ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. ბისო-ხახმატის დღევანდელ სხვადასხვა წარმომავლობის გვარებს ერთი გვარი – “ქეთელაური” და “ალუდაური” მიუღიათ. ბისოსა და ხახმატს შორის მდებარეობს ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “გიორგი ნაღვრისპირისა”, ანუ “ნაღვარმშვენიერი”, დედათა, მესაქონლეობის, მიწათმოქმედების ღვთაება, რომელიც ამავე დროს … Read more

ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი. ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა … Read more

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Read more