ტალავარი (ტანსაცმელი)

ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს ინახება. ქალის სამოსიდან მთავარია „სადიაცო“, ანუ კაბა, რომელიც ლურჯი ან შავი შალისგან მზადდება. კაბის გულისპირი, იგივე „ფარაგი“, ნაირფერი ძაფებითაა ნაქარგი და დამშვენებულია მძივებითა და ღილებით. „სადიაცოსთან“ ერთად, ქალები ატარებენ „ქოქომოს“ და „ქოქოლოს“. ეს უკანასკნელი მსგავსია ქათიბისა, ოღონდ უფრო მოკლეა და წელში გამოყვანილი. ქალის სამოსში … Read more ტალავარი (ტანსაცმელი)

ტალავარი

ხევსურის “ახირებული ჩაცმა-დახურვა… განსაცვიფრებელია და საინტერესოა თვით უცხო კაცთათვისაც და მეტადრე ჩვენ ქართველებისათვის. (ალ. ყაზბეგი) რომელ ხალხებსა და ცივილიზაციებს არ დაუკავშირეს მკვლევარებმა ხევსურის ტალავარი – ინდოევროპელებს, რეტენუელებს, შუამდინარეთს, ევროპელ ჯვაროსნებს… ერთი კი ნათელია, რომ კავკასიის მთიანეთის მოსახლეობის ყოფიდან ხევსურული ტოლის (შალის) ტალავარის სახით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ისტორიული ხანის ჩაცმულობის იშვიათი, ორიგინალური ნიმუში. იგი გამოირჩევა თავისი … Read more ტალავარი