ფუძის ანგელოზი

ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და ხალხს უთხრა: ძროხა ვიპოვე, ხბო მოუგია, მაგრამ ვერ მოვერიეო. როგორ ვერ მოერიეო? გაიკვირვეს. წავიდნენ, თავადაც სცადეს, მაგრამ ვერც ისინი მოერივნენ, ვერ გაიყვანეს … Read more

უფრის თვალი

ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს აიღებდნენ, წყალში აგდებდნენ და იტყოდნენ: ,, ჩაიშანთას ჩემდ ავით თვალითა, გულითა შემომხედავი, ჩეეშრიტოს თვალი”. შემდეგ ამ წყლით სახეს მოიბანდნენ და საქონსაც შეასხამდნენ. ლოცვა: მლოცველ დედაკაცს ხელში უჭირავს ნახშირი და დანა. … Read more