ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. დასავლეთის საზღვარი შემდეგია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსანის და არაგვის შორის გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის … Read more