ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი … Read more

წყალსიქითი

წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან შედგება. როშკის გორზე ძველ დროს “დევებს” სამჭედლოები ჰქონიათ გამართული. როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა საკარგყმოში აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყო. “ხევიდან მოსულ” თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავი – დიდგორის … Read more