სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა, შიშველ სხეულზე მოხვედრისას სტოვებს განაკაწრს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს არ გადის. გამოუცდელი ტურისტები და მოგზაურები ხშირად ხდებიან დიყის მსხვერპლი. ამიტომ დიყის ბუჩქების გავლისას სასურველია გვეცვას გრძელი შარვალი და გავუფრთხილდეთ ხელებს. პირაქეთ ხევსურეთში იგი ყველაზე … Read more

რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე … Read more