ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ). ძირითადი და ცენტრალური სალოცავი ერთიანი … Read more

ხევსურეთი თორღვა ძაგანისძის დროს

XIII-XVI საუკუნეში ქართული კულტურის გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში და ძურძუკეთში იგი ფხოვის გზით შედის. ამ ხანებში ხდება ზოგიერთი თავადის აღზევება, რომლებიც სამეფო ხელისუფლებასთან დაპირისპირებით ცალკეულ თემებს იმორჩილებენ, რაც მანამდე საქართველოში არ ყოფილა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, მეფის ხელისუფლების დასუსტებით, მეორე მხრივ კი მონღოლთა პოლიტიკის გავლენით. ამ პერიოდს ემთხვევა ჯერ კახეთ-პანკისის ერისთავის … Read more