ფხოვის საზღვრები

ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოველთა მთებზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა. დღეს დიდოეთი ხევსურეთს უკვე აღარ ესაზღვრება. “მოქცევაი ქართლისაი” გვამცნობს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დასვა მცხეთის მეფედ არიან-ქართლის შვილი აზო და დაუდო საზღვრებად … Czytaj dalej

„ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა

ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ფშავი და ხევსურეთი თავდაპირველი ერთი მხარის _ ფხოვის გაყოფის შედეგად რომაა მიღებული, ამის მიმანიშნებელია მათი ხშირად ერთად მოხსენიება (ფშავ-ხევსურეთი). XV საუკუნეში ფშავისა და ხევსურეთის, როგორც ცალ-ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების, პირველად მოხსენიება … Czytaj dalej