ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ … Read more ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები

ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო ადგილზე გამოენახა სამკურნალწამლო საშუალებები. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ფიტოგენოფონდი. საქვეყნოდ ცნობილია ხევსური და ფშაველი ექიმბაშები. მათ მიერ ადგილზე ხდებოდა ისეთი რთული ოპერაციები, როგორიცაა თავის ტრეპანაცია და სხვა. რაც შეეხება … Read more ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები

ალპური ხალები (ალპური ხალიჩები)

მცენარეულობის ეს ტიპი ძირითადად პირიქითი ხევსურეთში, მასიურ მაღალმთის ალპური და სუბნივალური სარტყლის მიჯნაზე ზღვის დონიდან 2900-3300მ სიმაღლეებზეა წარმოდგენილი. ალპური ხალებს ქმნიან დაბალი ტანის მცენარეები (Taraxacum confusum, Carum caucasicum, Poa alpine, Carex micropodioides, Briza marcowiczii, Luzula sudetica, Plantago saxatilis, Minuartia oreina). ალპური ხალები გვხვდება არხოტის მთაზე, გურო-გიორგიწმინდის ხეობებში, ხონისხორხში და აწუნთის მასივში.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში … Read more მთასიქითი