ხალხური მედიცინა

ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს… გაუტკივარებისთვის („ანესთეზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. არყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ … Read more

ხევსური აქიმ-მკურნალნი

ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს აიძულებდათ ჰყოლოდათ გამოცდილი აქიმ-მკურნალნი, რომელნიც ფლობდნენ მკურნალობის საიდუმლოებებსა და იყენებდნენ მცენარეებს, ქვებს, თაფლს, სანთელს, კარაქს, ცხოველთა და ფრინველთა ცალკეულ ორგანოებს, სისხლს, შარდს (“გარბოლის წყალს”)… ყოველ დასტაქარს ჰქონდა მკურნალობის საკუთარი, გასაიდუმლოებული მეთოდი და … Read more